ნახშირი მსოფლიოში ენერგეტიკისა და მძიმე მრეწველობის სექტორისთვის საწვავის კვლავ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2023 წელს მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 26% სწორედ ქვანახშირზე მოდიოდა, რაც ბუნებრივი აირის წილზე 24%-ზე მაღალი იყო, ხოლო ჰიდროენერგიაზე მხოლოდ 6%, ქარის ენერგიაზე 3.5%, მზის ენერგიაზე კი 2.5% მოდის.
მსოფლიოში ქვანახშირის უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი ჩინეთია, სადაც ქვანახშირის ელექტროსადგურებმა ქვეყნის მთლიანი გამომუშავების 51% აწარმოეს. გაეროს ანალიტიკური პორტალის – comtrade-ის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში ქვანახშირით საერთაშორისო ვაჭრობამ 152 მილიარდი დოლარი და 991 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით ქვანახშირის უმსხვილესი ექსპორტიორია ავსტრალია, რომელმაც $68 მილიარდი დოლარის 353 მილიონი ტონა ქვანახშირი გაყიდა. ქვანახშირის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია რუსეთის ფედერაცია, თუმცა ის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აღარ ასაჯაროებს, 2021 წელს კი ის მსოფლიოში ქვანახშირის რიგით მეშვიდე უმსხვილესი ექსპორტიორი იყო, ექსპორტი 17 მილიარდ დოლარს, ექსპორტირებული ქვანახშირის მოცულობა კი 211 მილიონ ტონას აჭარბებდა.
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…